пятница, 26 июля 2013 г.

ყოფილი კოლმეურნეობა


ყ ო ფ ი ლ ი   ა ხ ა ლ ი   კ ა ნ ტ ო რ ი ს   ე ზ ო

        სოფელ გაუწყინარის მთავარი ქუჩის შუა მონაკვეთზე, რომან ხაბეიშვილისა და ზურაბ გოთოშიას ეზოებს შორის, ლიანა აშვეთია სახლის წინ 1987 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ახალი კანტორა, დიდი და ლამაზი, მაღალ ფუნდამენტზე მდგარი ორსართულიანი, შიფერით დახურული, ელექტროფიცირებული კაპიტალური შენობა მოვლილი და გამწვანებული ეზოთი, რომლის წინა მხარეს ქვის და ღობე 3 ჩასასვლელ - გამოსასვლელი ჭიშკარი დღემდეა შენარჩუნებული. აქ მანამდე მოსახლის ნაკვეთი იყო, ამ შენობაშივე იყო სოფლის ბიბლიოთეკაც, რომელსაც შემდეგ თხმელარისა და პირველი მაისის ბიბლიოთეკის წიგნებიც შეუერთეს. მისი გამგე წინათ იყო ლალი ხიჯაკაძე, 2003 წლიდან დღემდე კი მისი (უკვე გაუწყინარის სკოლაში გადმოტანილი ბიბლიოთეკის) გამგე იამზე ვეფხვაძეა. კანტორის შენობას უკანა მხარეს ჰქონდა ფართო დარბაზი, კლუბი სცენით, სკამებითა და სათანდო ტექნიკური აღჭურვილობით. აქ პერიოდულად ტარდებოდა კინოფილმები (კინომექანიკოსი გოჩა ჯანჯღავა იყო), კონცერტები, კრებები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რისთვისაც სოფლის ცენტრში, ბირჟაზე და სხვაგანაც წინასწარ იკვრებოდა აფიშები. იმ კანტორაში, რომელსაც მოწყობილი ჰქონდა ქვანახშირზე მომუშავე ცენტრალური გათბობა (მისი საქვაბე, „კაჩიგარია“ კანტორის უკანა მხარეს იყო, თუმცა მას არ უმუშავია), მუშაობდნენ იმდროინდელი კოლმეურნეობის ხელმძღვანელობა, რომლის ბოლო თავმჯდომარე იყო მალხაზი თურქია, ის პირველი და ბოლო არჩეული ხელმძღვანელი იყო ამ თანამდებობაზე, სხვებს კი ნიშნავდნენ. ასევე აქ მუშაობდნენ: ბორის ძველაია - მთავარი ბუღალტერი, დალი მუმლაძე - ბუღალტერი, ნარგიზა თურქია - ხელფასის ბუღალტერი, ლამზირა ივანიაძე - ბუღალტერის მოადგილე, ბადრი ავალიანი - მთავარი ეკონომისტი, ნინო დუნდუა - ეკონომისტი, ლამაზო გაბრავა - აღმრიცხველი, იამზე კუჭუხიძე - მოლარე, ვაჟა კოპალეიშვილი, კარლო გუგუშვილი - აგრონომები, ასევე სტატისტიკოსი, ლიანა აშვეთია კი დამლაგებელი იყო. კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ ეს კანტორა გაუქმდა და მასში ჯერ აფხაზეთიდან ლტოლვილი გურამ ქარჩავას ოჯახი შეასახლეს, მათ შემდეგ კი აქ ერთხანს ასევე ლტოლვილი რაჟდენ გიორხელიძე ცხოვრობდა; მათი წასვლის შემდეგ შენობა ნელ - ნელა დაზიანდა, ბოლოს კი დაახლოებით  2005 წელს ბიბლიოთეკა სკოლაში გადაიტანეს, კლუბის დარბაზის სკამებიც სკოლის დიდ ოთახში მოაწყვეს, სადაც მანამდე შრომითი სწავლების კაბინეტი იყო, ახლანდელ სააქტო დარბაზში, კანტორის შენობა კი დაშალეს და გაყიდეს. ასეთივე პროექტის კანტორის შენობა და ღობე არის აბაშის რაიონის სოფელ ნორიოში, სადაც ახლაც ლტოლვილი ცხოვრობს.


ყოფილი ახალი კანტორა


მაშინდელი ახალი კანტორა

გადადით ძირითად საიტზე