ყოფილი სოფლტექნიკა


ყ ო ფ ი ლ ი   ს ო ფ ლ ტ ე ქ ნ ი კ ი ს   ე ზ ო

     ქვიშანჭალისკენ მიმავალი გზის პირას არის გაუქმებული სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის (სოფლტექნიკის) ეზო. ის „უგოლნიკების“ ჩარჩოებში ჩასმული დაბეტონებულძირიანი მავთულბადითაა შემოღობილი.  მასში შედის ბერკეტ - აგურის ორი დაუმთავრებელი მცირე ზომის შენობა დარაჯისათვის და სხვა მიზნებისათვის გათვალისწინებული, რომლებიც დღესაც დგას წინა მხარეს, ასევე მრგვალად ამოშენებული აუზი და სხვა ნაგებობები. აქ ყრიდნენ სხვადასხვაგვარ სასუქს და შემდეგ ის გაჰქონდათ საყანე ფართობებში და ყანებში. ამ სოფლტექნიკის ეზოს სრულად მოწყობა და ფუნქციონირება ვერ მოესწრო. კოლმეურნეობა რომ დაიშალა, ეს ეზოც უყურადღებოდ დარჩა და ეს ადგილები თითქმის მთლიანად ეკალ - ბარდებით დაიფარა. მას ბესარიონ (ბესო) თურქია ზოგჯერ პირუტყვის (ძროხების, ცხენის) საძოვად და შეშის მოსაჭრელად იყენებდა, ხოლო 2014 წელს კი იქ ავტობანის ასასვლელმა მოუწია და მისგან სახელმწიფომ შეისყიდა. აქაურობა მოასწორეს მთელი მიმდებარე ტერიტორიებიანად.
    


Комментариев нет:

Отправить комментарий