ყოფილი ბაზელიკის ქარხანა


ყ ო ფ ი ლ ი   ბ ა ზ ე ლ ი კ ი ს   ქ ა რ ხ ა ნ ა

       მეორე ქუჩის ბოლოში, ყოფილი მესაქონლეობის ფერმის ეზოს იქეთა მხარეს 1987 წელს ეთერზეთების (მცენარე ბაზელიკის, რომელსაც განსაკუთრებული სუნი ჰქონდა) ქარხანა ააგეს. მის შემოღობილ ჭიშკრიან ეზოში ტრაქტორებითა და სატვირთო ავტომობილებით, ჩვენი და  სხვა სოფლებიდან მოჰქონდათ და ამუშავებდნენ ნედლ ბაზელიკს. მას ჯერ წონიდნენ წინა ეზოში მყოფ დიდ სასწორზე, ჩამბარებელს უხდიდნენ ანაზღაურებას, იბარებდნენ, ხარშავდნენ ლითონის დიდ ქვაბებში, სათბობად მაზუთს იყენებდნენ, ბოლოს მოხარშულ მასას წურავდნენ. წვენს სხვაგან აგზავნიდნენ შემდეგი გადამუშავებისათვის, ნარჩენებს კი აგროვებდნენ და შემდეგ ის ყანებში გაჰქონდათ ნიადაგის გასანოყიერებლად.
ამ ობიექტის ხელმძღვანელი მშენებლობიდანვე პირველმაისელი ჯიმშერი ჩიტია იყო, რომელიც იქ სიმაღლიდან ჩამოვარდა და შემდეგ დაიღუპა. მის შემდეგ ბაზელიკის ქარხანას მისი შვილი თეოდორე (თედო) ჩიტია ხელმძღვანელობდა. ამ ეთერზეთებმა ცოტა ხანს, მხოლოდ 3 წელს იფუნქციონერა და ბოლოს სხვა მრავალთან ერთად ისიც დაიხურა, მისი ლითონის მოწყობილობების ნაწილი მოიპარეს, უმეტესობა კი დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს.  იქ ახლა მხოლოდ ეკალ - ბარდებია მოდებული, მისი მიწა ბაჩუკი კოპალეიშვილს არენდით აქვს აღებული.

მაშინდელი ბაზელიკის ქარხანა


გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა


ამ ყოფილი ქარხნის ადგილას 2012 წელს გაიყვანეს ახალი გაზსადენი.





Комментариев нет:

Отправить комментарий