ღორების ყოფილი საძოვარი


ხ ბ ო ე ბ ი ს   ყ ო ფ ი ლ ი   ს ა ძ ო ვ ა რ ი

          ქვიშანჭალისკენ მიმავალი გზის პირას ხბოების საძოვარი იყო. ის ადრე მეღორეობის ფერმის ეზოს ეკუთვნოდა,  დაახლოებით 1995 წლის შემდეგ (როდესაც მეღორეობის ფერმა დაიშალა) ამ ადგილას ღორების საბალახო,  ე. წ.  „ქალთა“ მოაწყვეს და იქ სოფლის მოსახლეობის ნაწილი ღორებს მიერეკებოდა საძოვდ.  მოგვიანებით მისი მავთულებისა და „სანგრების“ ღობეები დაზიანდა, რომლის კარგად შეკეთება ვერ მოხერხდა და ის ხბოების საძოვრად გადააკეთეს. შემდეგ იქ თხმელებიც უხვად ამოვიდა, რომლებსაც მოსახლეობა ჭრის და სარგებლობს; ბევრია ნარ - ეკალიც. ამ ადგილების უკან პირველი მაისის ძროხების საბალახოს მავთულებიანი საზღვარი გადის. ღორებისათვის იქვე გზაზე მოაწყვეს ორმო, რომელზეც ლითონის არმატურების გისოსები დააფარეს, ვინაიდან ამ წინაღობის იქეთ, ყანებისაკენ მათი გადასვლა შეუძლებელი ყოფილიყო, ტრანსპორტი კი თავისუფლად გადადიოდა მასზე. ეს გისოსებიანი ორმო გზის სიგანის ნახევარზე იყო, დანარჩენ ნახევარზე კი რკინის კარები დაჰკიდეს ცხენის გადასასვლელად, ამის შემდეგ ღორებს ქუჩაში უშვებდნენ. გვიან შემოდგომაზე, ყანების აღების შემდეგ კარს აღებდნენ ან საერთოდ ხსნიდნენ და ინახავდნენ, პირუტყვი კი თავისუფლად მოძრაობდა ამ ადგილას. 2014 წლიდან კი ეს წინაღობა მომავალი ავტობანის მშენებლებმა საერთოდ მოშალეს და გზა მოასწორეს, ვინაიდან აქ ავტობანის ადგილები მოხვდა. აქვე მარჯვნივ ნაგავსაყრელია, ის სოფელში სხვაგანაცაა.





Комментариев нет:

Отправить комментарий